00:03 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 13:27:22, 2092 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პროქურთული ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს

თურქეთის პროქურთული ოპოზიციური “სახალხო დემოკრატიული პარტიის” დეპუტატებმა პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ფრაქციის 9 დეპუტატის დაკავება გააპროტესტეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, დაკავებულთა შორის პარტიის ლიდერი, სელაჰტინ დემირთაშია.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი საკანონმდებლო ორგანოს სხდომებსა და საპარლამენტო კომისიების მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

ცნობისთვის, ქვეყნის პროკურატურა 9 დეპუტატს "ქურთისტანის მუშათა პარტიის" საქმიანობის ხელშეწყობასა და ამბოხის წაქეზებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება პარტიის პრაქტიკულად ყველა წევრის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

ამავე დროს, თურქეთის პრეზიდენტმა ევროპა ტერორიზმის მფარველობასა და ქურთი მებრძოლების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

აღნიშნული განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დასავლეთმა ანკარა “სახალხო დემოკრატიული პარტიის” ლიდერის დაკავების გამო მწვავედ გააკრიტიკა.

ერდოღანის თქმით, მას არ ადარდებს ის ფაქტი, რომ დიქტატორს უწოდებენ. მისივე განმარტებით, თურქეთის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დაკავებული დეპუტატები სასამართლოს წინაშე ისე უნდა წარდგენენ, როგორც ტერორისტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics