10:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 12:33:42, 662 ნახვა

პოლიტიკა
იტალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. პაოლო ჯენტილონი ცოტა ხნის წინ, ქართველ კოლეგას შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო   ორმხრივ თანამშრომლობას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და ნატოში წევრობისკენ მიმავალ გზაზე იმ დახმარების მნიშვნელობას,  რომელსაც საქართველოს  იტალია უწევს.

„ამასთან,  ვისაუბრეთ  საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტზე, მდგომარეობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს, ასევე ხაზი გავუსვით  საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას“, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

2008 წლის შემდეგ,  იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველად ეწვია.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტის შემდეგ  ბაქოსა და ერევანს ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics