|
2016-11-07 10:53:57, 2047 ნახვა
მსოფლიო
მონტენეგროს პროკურორი: რუსი ნაციონალისტები პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გეგმავდნენ
მონტენეგროს სპეციალური პროკურორი ილივოიე კატნიჩი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობას იძიებს, აცხადებს, რომ რუსი ნაციონალისტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, მილო ჯუკანოვიჩზე თავდასხმას გეგმავდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. კატნიჩის თქმით, ეჭვმიტანილების მიზანს მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების შეფერხება წარმოადგენდა. ამავე დროს, პროკურორი აცხადებს, რომ მას არ აქვს მტკიცებულებები, რომ თავდასხმის მცდლეობასთან რუსეთის ხელისუფლებას რამე სახის კავშირი აქვს. ოქტომბრის შუა რიცხვებში, საყოველთაო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მონტენეგროს პოლიციამ სერბეთის მოქალაქეების ჯგუფი დააკავა, რომლებიც, გამოძიების მტკიცებით, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეიარაღებული თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ. მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2016 წლის მაისში მონტენეგროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს მოეწერა ხელი. ამჟამად ქვეყანას ნატო-ს სხდომებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)