|
2016-11-05 10:42:53, 1007 ნახვა
რეგიონი
ხაშურისა და ქარელის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს ახალი ადმინისტრაციული შენობები გადაეცა
ხაშურისა და ქარელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებს ახალი ადმინისტრაციული შენობები გადაეცა. პერსონალის ახალ სამუშაო გარემოს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა პირადად გაეცნო. ხაშურისა და ქარელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ფილიალებს ფართი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა გამოუყო. ახალ შენობებში შიდა რეკონსტრუქციისა და მოსაპირკეთებელი, ელექტროსამონტაჟო, თბოტექნიკური, წყალმომარაგებისა და გარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა რაიონული ფილიალები საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკით სრულად აღჭურვა. ამ დრომდე, ხაშურისა და ქარელის სასწრაფო დახმარების რაიონული ცენტრის თანამშრომლები კერძო შენობის სივრცეში იყო განთავსებული. ადმინისტრაციული შენობები უკვე გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გურჯაანის, ყვარლის, თიანეთის, დმანისის, ჩაქვის, ქუთაისის, ტყიბულის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ოზურგეთისა და ქედის რაიონულ ფილიალებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)