|
2016-11-04 17:55:10, 2030 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის აეროპორტის რეაბილიტირებული შუქ-ტექნიკური სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტირებული შუქ-ტექნიკური სისტემა ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავარი აეროპორტის შუქ-ტექნიკური სისტემა ეკონომიკის სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” ჩეხური კომპანიის თვითმფრინავ-ლაბორატორიას შეამოწმებინა. საფრენოსნო შემოწმება გულისხმობს ობიექტის შემოფრენას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც აგროვებს მონაცემებს მისი გამართულად მუშაობის შესახებ. საფრენოსნო შემოწმების აღნიშნული წესები და სტანდარტები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ არის დადგენილი. ჩეხური კომპანია Air Navigation Service of Czech Republic-ის საფრენოსნო შემოწმება შპს „საქაერონავიგაციას” მისცემს შესაძლებლობას, მოახდინოს ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის პრევენცია და ამით შეინარჩუნოს ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონე საქართველოს საჰაერო სივრცეში. შეგახსენებთ, რომ შუქ-ტექნიკური სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, არსებული, პირველი კატეგორიის განათების სისტემა შეიცვალა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანათებით. შედეგად, დღეისათვის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ICAO-ს მეორე კატეგორიის, უახლესი განათების სისტემა აქვს, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოში და საშუალებას მისცემს აეროპორტს დაბალი ხილვადობის და არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში უპრობლემოდ მიიღოს საჰაერო ხომალდები.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)