23:03 - 15 Aug, 2026
|
2016-11-03 12:22:21, 2286 ნახვა
მსოფლიო
მისისიპის შტატის ეკლესია დაწვეს, რომლის მრევლთა უმრავლესობა ფერადკანიანები არიან
მისისიპის შტატის ეკლესია დაწვეს, რომლის მრევლთა უმრავლესობას ადგილობრივი ფერადკანიანი მცხოვრებლები შეადგენდნენ, - ამის შესახებ Washingtonpost-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ეკლესიის შენობაზე არჩევნებში დონალდ ტრამპის მხარდაჭერის მოწოდებით წარწერა დატოვეს. როგორც სახანძრო სამსახურში განაცხადეს, ქალაქ გრინვილში მდებარე ბაპტისტურ ეკლესიაში ცეცხლი განზრახ გააჩინეს. მისისიპის შტატის პოლიციამ ეკლესიაზე თავდასხმის გამოძიება უკვე დაიწყო. მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობისთვის, ინციდენტი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევბენებამდე ხუთი დღით ადრე მოხდა. ადგილობრივი პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმის მიზანს მოსახლეობის დაშინება წარმოადგენდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)