08:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 18:43:43, 1230 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინელი დეპუტატები სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ

უკრაინის რადა-ს დეპუტატები გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმარტავენ და ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ, - ამის შესახებ უკრაინული მედია RBC.UA იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საქმე საპორტო ქარხნის „თანხების შემცირებას“ ეხება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, უკრაინის გენერალური პროკურატურა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით აღძრავს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

2016 წლის 12 სექტემბერს, რადა-ს დეპუტატებმა, კერძოდ კი ფრაქცია "სახალხო ფრონტის" წევრებმა ნიკოლაი კნიაჟიცკიმ, პაველ პინზენიკმა, ალექსანდრ დროზდიკმა და "ბლოკ პოროშენკოს" წევრმა დიმიტრი გოლუბოვმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ განცხადება წარუდგინეს.

დეპუტატები სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში, გაყალბებაში, უკანონო საქმიანობაში ადანაშაულბენ და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე, 364-ე, 366-ე, 383-ე მუხლებით აღძვრა მოითხოვეს. როგორც განცხადების ავტორები ამბობებ, სააკაშვილის მიერ ჩადენილმა შესაძლო დანაშაულებმა, სახელმწიფოს სერიოზული ზიანი მიაყენა.

მათივე თქმით, ფინანსური ზარალი 6.5 მილიარდ გრივნას აღემატება. განცხადების საპასუხოდ, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ნაზარ ხოლოდნიცკიმ აღნიშნა, რომ სახალხო დეპუტატთა განცხადების, ასევე პროკურატურაში არსებული მასალებისა და მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს რეესტრში წინასწარი გამოძიების საფუძველზე მიღებული შესაბამისი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საქმეს სამართლებრივი კვალიფიკაცია 364-ე მუხლით უნდა მიენიჭოს. სისხლის სამართალწარმოებას 42016000000002785 ნომერი მიენიჭა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული საკითხის გამოძიება ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics