|
2016-11-02 15:31:13, 2138 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ოფისი დალუქეს
მოსკოვში მუნიციპალურმა ხელისუფლებამ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ოფისი დალუქა, - ამის შეახებ BBC-ი რუსეთში ორგანიზაციის წარმომადგენელზე სერგეი ნიკიტინზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ნიკიტინმა განაცხადა, დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს ოფისი დალუქული დახვდათ. Amnesty International-ი მოსკოვის ცენტრში მდებარე ოფისს პირდაპირ მუნიციპალური ხელისუფლებისგან ქირაობს. ნიკიტინის თქმით, ვითარების გასარკვევად კართან დატოვებულ სატელეფონო ნომრებზე რეკავს, თუმცა არავინ პასუხობს. ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, ორგანიზაციის შენობაში ენექტროენერგიაა გათიშული. ცნობისთვის, უფლებადამცველი ორგანიაცია Amnesty International-ი 1961 დიდ ბრიტანეთში დაარსდა. ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შესრულებული სამუშაოსთვის ორგანიზაციას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია აქვს მიღებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)