|
2016-11-02 15:30:13, 1310 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რომან გოცირიძე: ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შემოსავლების სტატისტიკას აყალბებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის რომან გოცირიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შემოსავლების სტატისტიკას აყალბებს. „ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შემოსავლების სტატისტიკას აყალბებს. ოქტომბრის შემოსავლები ხაზინის მონაცემებით 911,1 მილიონი ლარია, მაშინ, როცა ყოველდღიური შემოსავლების ჯამი ხაზინისვე ინფორმაციით 845 მილიონ ლარს შეადგენს. 66 მილიონი ლარი არის დამატებული. მთავრობა ამით ცდილობს ოქტომბრის შემოსავლების გეგმის მნიშვნელოვანი ოდენობით ჩავარდნის დამალვას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ოქტომბრის გაყალბებულ მაჩვენებლში შედის ფინანსთა სამინსიტროს მიერ ბიუჯეტის შესახებ კანონის დარღვევით დამატებით აღებული საშინაო ვალი 91 მილიონი ლარის ოდენობით, ვნახავთ რომ ვითარება სავალალოა. მთავრობას უწევს ამ ჩავარდნის გადაფარვა ნაშთებიდან მომატებული ხარჯით, რაც ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის ერთერთი მიზეზია“,-ამბობს რომან გოცირიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)