23:02 - 15 Aug, 2026
|
2016-11-02 12:09:56, 2120 ნახვა
მსოფლიო
ერაყის პრემიერი: ანკარას მტრად განვიხილავთ და მასთან მიმართებაში შესაბამისად ვიმოქმედებთ
ანკარას მტრად განვიხილავთ და მასთან მიმართებაში შესაბამისად ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ განაცხადა. Indianexpress-ის ცნობით, თურქეთმა ერაყის საზღვრების სიახლოვეს სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია დაიწყო. „ჩვენ არ გვსურს ომი და არ გვსურს კონფრონტაცია. თუმცა, შეტაკებების შემთხვევაში, მომზადებულები ვართ. ანკარას მტრად განვიხილავთ და მასთან მიმართებაში შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ არ გამორიცხა, რომ თურქეთისთვის საფრთხის შემთხვევაში, ანკარა ტერორისტების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას ერაყის ტერიტორიაზე ჩაატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)