13:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 11:47:02, 1546 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკის საზედამხედველო ანგარიშგების სისტემა დადებითად შეფასდა

საზედამხედველო ანგარიშგების სისტემის გასაცნობად საქართველოს ეროვნულ ბანკს ნიდერლანდების ბანკის დელეგაცია ეწვია.

სებ-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ბანკის წარმომადგენლებმა, მონაცემთა ხარისხისა და რისკების შესახებ მონაცემთა გაერთიანებისა და ანგარიშგების დამუშავების მიდგომებზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, ისაუბრეს იმ საზედამხედველო მეთოდოლოგიაზე, რომელსაც ორივე ქვეყნის ცენტრალური ბანკი ეყრდნობა.

შეხვედრაზე განიხილეს XBRL-ის ანგარიშგების სტანდარტი საზედამხედველო ანგარიშგებისთვის. კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქართული საზედამხედველო ანგარიშგების სისტემის დემონსტრირება მოახდინა, რომელიც ნიდერლანდების ბანკის დელეგაციის მხრიდან დადებითად შეფასდა.  

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ბანკის ზედამხედველები ქართული კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მონაცემთა ხარისხის საკითხებსა და XBRL-ის ანგარიშგების სტანდარტზე ინფორმაცია გაცვალეს.   

ვიზიტის დროს ნიდერლანდების ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "მონაცემთა ხარისხის ზედამხედველობა, მონაცემების გაერთიანებისა და რისკებზე დაფუძნებული ანგარიშგების პრინციპების გათვალისწინებით" მომავალი წლის ივნისში თბილისში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics