|
2016-11-02 11:30:55, 2300 ნახვა
მსოფლიო
ვიეტნამის ერთ-ერთ კარაოკე ბარში, ხანძრის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა
ვიეტნამის ერთ-ერთ კარაოკე ბარში მომხდარი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამაშველო სამსახური ხანძრის ჩაქრობას 5 საათის განმავლობაში ცდილობდა. სამაშველო ოპერაციის დროს 2 სამართალდამცველი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ხანძარი ოკლე ჩართვამ გამოიწვია, როდესაც ცეცხლი სარეკლამო აბრას გაუჩნდა. ბარის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. მედიის ცნობით, ცეცხლი ასევე ახლოს მდებარე 3 სახლს, ავტომანქანასა და მოტოციკლს გაუჩნდა. ვიეტნამის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს და დამნაშავე დაისჯება. მისივე გადაწყვეტილებით, ყველა რესტორანსა და ბარში სპეციალური ინსპექცია ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)