|
2016-11-01 16:28:01, 2290 ნახვა
მსოფლიო
ერაყის სპეცდანიშნულების რაზმები ქალაქ მოსულში შევიდნენ
ერაყის სპეცდანიშნულების რაზმები ქალაქ მოსულში შევიდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების იფნრომაციით, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ერაყის ძალებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ. ქალაქში შეტაკებები მიმდინარეობს. ქალაქ მოსულში შესვლამდე, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ მოსულის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსტრემისტების პოზიციები დაბომბა. ერაყის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქალაქ მოსულში 3 000-დან 5 000-მდე ჯარისკაცია შესული. შეგახსენებთ, რომ ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა და ქურთ მებრძოლეთა რაზმებმა მოსულის "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყეს. მათ ჰაერიდან მხარდაჭერას საერთაშორისო კოალიციის ავიაცია უწევს. ცნობისთვის, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულს 2014 წლიდან აკონტროლებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)