|
2016-11-01 14:18:07, 1504 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტო და ტექნოპარკის FabLab-ი პროექტს იწყებს - „დაიწყე ბიზნესი FabLab–თან ერთად
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით, დღეიდან რეგისტრაცია იწყება პროექტზე „დაიწყე ბიზნესი FabLab–თან ერთად". ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეირჩევა 40 გუნდი, რომლებიც ფაბლაბში შექმნიან მრავალფეროვან პროდუქტებს. მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი პროდუქტის შექმნისთვის, გამოიყენონ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარები. მათივე ცნობით, პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი. პროექტის ფარგლებში მონაწილე გუნდები გაივლიან აქტიურ მენტორშიპსა და ტრენინგებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს მათ, განახორციელონ ბიზნეს იდეა სწორი მიმართულებით და განავითარონ სტარტაპი. პროექტის მიზანია, საქართველოში გაჩნდეს უფრო მეტი სტარტაპი და ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება თავიანთი იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქართული წარმოების ზრდას და ტექნოლოგიების განვითარებას. ფაბლაბი არის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია,უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა და სურს მისი განხორციელება. ლაბორატორია აღჭურვილია ისეთი კომპიუტერით, პროგრამირებადი, თანამედროვე დანადგარული ციკლით, რომელიც ინოვატორებს აძლევს შესაძლებლობას, დაამზადონ ტექნიკურად გამართული, ხარისხიანი პროტოტიპები, რომლითაც მოიპოვებენ დამატებით დაფინანსებას და განახორციელებენ მასობრივ წარმოებას. რეგისტრაციის ვადებია: 1.11.2016 – 15.11.2016 (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)