01:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 16:56:42, 714 ნახვა

პოლიტიკა
საია საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს მიმართავს

პირველ ტურსა და განმეორებით არჩევნებზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების და პრობლემების საფუძველზე, საია რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის სუბიექტებს და მოუწოდებს, მიიღონ ყველა გონივრული და შესაბამისი ზომა, რათა ხელი შეუწყონ არჩევნების მეორე ტურის უფრო მაღალი ხარისხით და უკეთეს გარემოში ჩატარებას.

ორგანიზაცია საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს, იმოქმედონ კანონით დადგენილი წესების და პროცედურების განუხრელი დაცვით, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ ამომრჩევლის მიერ ნების თავისუფალი გამოხატვა.

"უზრუნველყონ უსაფრთხო და სათანადო სამუშაო პირობები დამკვირვებელთათვის, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაწერილ საჩივრების განხილვის დროს უზრუნველყონ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება კანონის მოთხოვნების დაცვით; მათ შორის, საჩივარში ასახული დარღვევების დეტალური შესწავლა, მტკიცებულებათა ჯეროვანი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება; დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომების გამოყენება;  ზემდგომმა ადმინისტრაციებმა პროაქტიულად შეისწავლონ ინფორმაცია დაფიქსირებული დარღვევების შესახებ და მიიღონ შესაბამისი ზომები.

ცესკომ უზრუნველყოს უბნებიდან შემოსული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლების ცესკოს ვებ გვერდზე დაუყოვნებლივი განთავსება, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად",-ნათქვამია განცხადებაში.

საია ასევე მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აღნიშნავს, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო გარემო, დაიცვას საარჩევნო პროცესი და მასში მონაწილე სუბიექტები ძალადობის და უკანონო მოქმედებებისაგან.

"განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ან შეიწყნარებს ამგვარ ინციდენტებს. თავი შეიკანონ იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებისგან, რომელიც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიის აქტივისტებისა და კოორდინატორების მობილიზებაში გამოიხატება, რაც რიგ შემთხვევებში წარმოადგენს ამომრჩევლის ნებაზე ირიბი ზეგავლენის მოხდენას.

სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს: უზრუნველყონ თავიანთი წარმომადგენლების კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა საარჩევნო პროცესზე დაკვირვების დროს, იმოქმედონ კანონით მათთვის დადგენილი მანდატის ფარგლებში.

სასამართლო ხელისუფლებას:საარჩევნო დავების განხილვის დროს უზრუნველყონ კანონის მართებული განმარტება და გამოყენება, მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილებები და უზრუნველყონ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განხორციელება",-აცხადებენ საია-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics