00:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 14:11:50, 734 ნახვა

პოლიტიკა
ვალერი გელაშვილი ხაშურის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი ხაშურის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე ყურადღება "ქართული ოცნების" გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

"მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურები ჩემს ხალხს, ჩემს რაიონს.რამდენად შევძელი - ამას ამომრჩეველი შეაფასებს. მე მაქვს მორალური უფლება, თვალებში შევხედო ჩემს ამომრჩეველს და ვუთხრა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ახალი ხელისუფლება შეძლებს ქვეყნის სწრაფ განვითარებასა და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანას. ყველა წინა არჩევნებში ყოველთვის ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი.დღეს თანამოაზრეებისა და თანაგუნდელების ნდობა და გულწრფელი მხარდაჭერა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას.მზად ვარ ისე, როგორც არასდროს, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს რაიონს. დღეს არ შევუდგები იმ საქმეების ჩამოთვლას, რაც დეპუტატობის პერიოდში მე და ჩემს მიერ დაარსებულ კომპანიებს შეგვისრულებია.ეს ყველაფერი ამომრჩეველმა შესანიშნავად იცის.მინდა მოვუწოდო რაიონის მოსახლეობას, ამომრჩეველს, აქტიურად დაუჭირონ მხარი ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ყველა იმ გამოწვევის განხორციელება, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის",-განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics