|
2016-10-28 19:14:41, 2041 ნახვა
მსოფლიო
მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან ქალაქი 11700-მა ადამიანმა დატოვა
ერაყში მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან ქალაქი 11 700-მა ადამიანმა დატოვა, - ამის შესახებ უცხოური მედია გაეროზე დაყრდნობით იუწყება. ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ლტოლვილებად შესაძლოა, კიდევ 700 ათასი ადამიანი იქცეს. როგორც გაერო-ში განაცხადეს, 200 ათასს შესაძლოა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდეს, მათ შორის 90 ათასს ბავშვს, რომლებსაც ვაქცინაცია სჭირდებთა და 8 ათასს ორსულს. მედიკოსები შიშობენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა შესაძლოა, სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მოსულის გათავისუფლების ოპერაციისთვის საგანგებოდ მოამზადა 90 ექიმი. სააგენტო Associated Press-ი წერს, რომ მედიკოსების მომზადებისას აქცენტი ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაზარალებულთა დახმარებაზე გაკეთდა. ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯოზეფ ვოტელამ განაცხადა, რომ ოპერაციის დაწყებიდან მოკლულია ექსტრემისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" 900-მდე ჯიჰადისტი. დაუზუსტებელი მონაცემებით, ქალაქში შესაძლოა 5 000-მდე ჯიჰადისტი იმყოფებოდეს. ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა 57 სამხედრო დაკარგეს, 250 კი დაშავებულია. ფეშმერგას მებრძოლებს შორის მოკლულია 30-მდე ადამიანი. მოსულის შტურმი ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა და ქურთმა მებრძოლებმა 17 ოქტომბერს დაიწყეს. მათ საჰაერო მხარდაჭერას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ავიაცია უწევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)