03:45 - 14 Aug, 2026
|
2016-10-28 15:05:42, 1221 ნახვა
რეგიონი
ოსმა ძალოვნებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
ოსმა ძალოვნებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ ერგნეთში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ქართველ სამართალდამცველებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მკვიდრი, არსენ ლაფაჩი გადასცეს. "საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა ლაფაჩი იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი გამყოფი ხაზის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა. მისი გათავისუფლება ჯარიმის, 2 000 რუბლის გადახდის შემდეგ მოხერხდა. ლაფაჩი ცხინვალის იზოლატორში 3 დღე იმყოფებოდა. ცნობისთვის, დღეს ოსმა ძალოვნებმა ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)