|
2016-10-28 13:03:24, 1299 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია: ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის არდასწრება საგანგაშო სიგნალია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის არდასწრება საგანგაშო სიგნალია. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ნატო-ში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში უსაფრთხოებაზე ზრუნვას ეხება, უმნიშვნელოვანესია. „გუშინ, ნატო-ში ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვენლოვანესი მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ. ნატო-მ გადაწყვიტა, რომ აქტიურად იზრუნოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით. ეს ნიშნავს, რომ ნატო შავი ზღვის რეგიონების სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩაერთო. აღნიშნული ოპერაციის დაწყების მიზეზებად კი, რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე შეჭრა და აგრესიული ქმედებები დასახელდა. ყველაფერ ამის ფონზე, აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ ესწრებოდა, რაც ძალიან საგანგაშო სიგნალია. ესაა ჩვენი ქვეყნის ხელისფულების მხრიდან საგარეო პოლიტიკური სიგნალი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და თავდაცვის სამინისტროს, არ დაუშვან საქართველოს ინტერესების შელახვა და აქტიურად ჩაერთონ პროექტის განხორციელბაში, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებასთან და ეროვნულ ინტერესთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)