|
2016-10-27 12:40:21, 2343 ნახვა
მსოფლიო
Unicef: სირიაში ავიადარტყმებს 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი ემსხვერპლა
სირიაში იდლიბის პროვინციაში სკოლაზე ავიადარტყმის შედეგად 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC, Unicef-ზე დაყრდნობით იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავიადარტყმები ტერორისტების ლიკვიდირებას ემსახურებოდა. "ეს ტრაგედიაა. ეს ძალადობაა. თუ ეს მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულია", - ნათქვამია იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორის ენტონი ლეიკის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ლეიკის თქმით, ეს ავიაიერიში შესაძლოა, სირიაში კონფლიქტის განმავლონაში სკოლაზე ყველაზე სისხლიანი თავდასხმა გახდეს. იდლიბის სოფელ ჰაასზე განხორციელებული ავიადარტყმის შესახებ თავდაპირველად სირიის სამოქალაქო თავდაცის აქტივისტებმა განაცხადეს. მათი თქმით, ავიადარტყმას 22 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 50 კი მძიმედ დაშავდა. ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიამ რამდენიმე "ტერორისტის" მოკვლის შესახებ განაცხადა. რუსეთში გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა იდლიბში სკოლაზე განხორციელებულ დარტყმას საშინელი უწოდა. "ვიმედოვნებ, რომ ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ. მე მარტივად ვიტყოდი "არას", თუმცა მე პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ. უნდა გავიგო, რა განცხადებას გააკეთებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი", - განაცხადა ჩურკინმა. გაერო-ს ინფორმაციით, სირიისა და რუსეთის სამხედრო ძალების გამო მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)