|
2016-10-26 12:35:39, 1367 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ჯარისკაცი მოქმედებდა ინსტრუქციების შესაბამისად, ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია
დეტალებში შევისწავლე "კწანისის" სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქიცების მიხედვით, რომელიც მათ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერის თქმით, ის რაც მოხდა„კრწანისის“ ბაზაზე, ძალიან სამწუხარო ინციდენტია. „მოგეხსენებათ, რომ სამხედრო ობიექტებს აქვთ ძალიან მკაცრი დაცვის წესები და იმ სამხედროებს, რომლებიც იცავენ სამხედრო ობიექტს, აქვთ ძალიან მკაცრად გაწერილი ინსტრუქციები. ჯარისკაცი მოქმედებდა მთლიანად ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ამიტომ ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. გიორგი კვირიკაშვილმა ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. „ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ 16 წლის ახალგაზრდა დაიღუპა ამ ინციდენტში. მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახს. კიდევ ერთხელ ვამბობ, გამორიცხულია რაიმე შეკითხვები. სამხედრო ობიექტებს აქვს ძალიან მკაცრი დაცვის წესები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო. გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარები. მე პირადად დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქიცების მიხედვით, რომელიც მათ აქვთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)