|
2016-10-25 11:13:29, 1323 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პრემიერი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ წარადგენს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ განხორციელდება. თუმცა, სერგეენკოს არ აქვს ინფორმაცია, რა ტიპის ცვლილებები განხორციელდბა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ცვლილებები პრემიერის პრეროგატივაა. „პრემიერს ეკუთვნის აქ პირველი სიტყვა და პირველი ნაბიჯი და არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ის საქართველოს მოსახლეობას წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას. კონკრეტულად რა პოზიციები შეიცვლება, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. მე ვრჩები იგივე აზრზე, რაზეც ვიყავი ოთხი წლის განმავლობაში. არ აქვს მნიშვნელობა რა გვარია მინისტრი, მნიშვნელობა აქვს როგორ ვითარდება დარგი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)