01:12 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 10:34:27, 1971 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში პოლიციის სასწავლებელზე თავდასხმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კვეტაში პოლიციის აკადემიაზე თავდასხმის შედეგად 60 ადამიანი გარდაიცვალა, 120-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

სპეცრაზმმა მებრძოლებისგან სასწავლებლის შენობის გათავისუფლების ოპერაცია დაასრულა. შენობაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

თავდასხმა სასწავლებელზე 24 ოქტომბერს, გვიან საღამოს განხორციელდა. შეიარაღებულ პირთა ჯგუფი დაწესებულების ტერიტორიაზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. სამ თავდამსხმელს ე.წ. "შაჰიდის ქამარი" ეკეთა. ადგილზე მისულ სპეცრაზმსა და თავდამსხმელებს შორის ორმხრივი სროლა ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სასწავლებლის შენობაში თავი აიფეთქა, მესამემ კი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქედება ვერ მოასწრო, ის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა პაკისტანელმა გენერალმა შერ აფღანმა მომხდარში ქვეყანაში მოქმედი უმსხვილესი ექსტრემისტული სუნიტური დაჯგუფება "ლაშქარ-ე-ჯანგვი"  დაადანაშაულა.

კვეტა  ბელუჯისტანის პროვინციის ცენტრია, სადაც აქტიურად მოქმედებენ სეპარატისტი-მებრძოლები და ისლამისტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics