|
2016-10-24 16:13:32, 1427 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე რულოვსზე: კანდიდატურის მოხსნა პრაქტიკულად, დამარცხების აღიარებაა
სანდრა რულოვსი დარჩებოდა მეორე ტურში თუ არა, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნამდვილად გაიმარჯვებს”, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა. კობახიზეს თქმით, სამი უბნის შედეგებმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სანდრა რულოვსს სამეგრელოში მხარდაჭერა არ აქვს. „კანდიდატურის მოხსნა პრაქტიკულად, მის მიერ დამარცხების აღიარებაა. ვფიქრობ, რომ ეს სააკაშვილის დავალებით არის მაინც გაკეთებული, რადგან ის პოლიტიკაში როგორც სააკაშვილის პროექტი ისე შემოვიდა და ყოფილი პრეზიდენტის გარეშე გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. დანარჩენი შიდა პარტიული საქმეა, ნაკლებად საინტერესოა. მთავარი ის არის, რომ მეორე ტურში სამეგრელოშიც და ყველა ტურშიც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს”, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა გუშინ მოხსნა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. როგორც რულოვსმა აღნიშნა, არჩევნები უსამართლოდ ტარდება და მეორე ტურში მონაწილება მისთვის შეურაცხმყოფელია.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)