21:47 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 11:10:58, 718 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე ბერბუკის, კომბინატის, წმინდაწყლისა და ჭალის დასახლებებში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“  გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ბერბუკის, კომბინატის, წმინდაწყლისა და ჭალის დასახლებებში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა.

 იოსებ მაკრახიძემ თითოეულ გორელს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას არჩევნებში მისვლისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 „8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩჩევნებმა საზოგადოება საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს . ჩვენს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ეს იქნება არა რომელი პოლიტიკური სუბიექტის , არამედ თითოეული გორელის გამარჯვება, რადგან ჩვენ ერთად დავგეგმავთ ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღეს. მჯერა, ერთად დგომით ჩვენ მივიღებთ სასურველ შედეგს, რომელიც ჩვენი შვილების კეთილდღეობის გარანტი იქნება. მე გპირდებით , რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენს ქალაქში განხორციელდება არაერთი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური , სოციალური , საგანმანათლებლო , თუ სპორტული პროექტები. ჩემთვის უმთავრესია თქვენი ჩართულობა ქლაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, რამეთუ მე ვიქნები თქვენს მიერ არჩეული და მუდამ თქვენს სამსახურში მყოფი“,-განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics