19:16 - 13 Aug, 2026
|
2015-03-18 14:58:59, 1142 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: 2015 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი უპრობლემოდ შესრულდება
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მტკიცებით, 2015 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებას შემოსავლის და გასავლის ნაწილში პრობლემა არ აქვს. ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს. „დღეს არის 18 მარტი და თავისთავად ცხადია, რომ 2015 წლის პირველი კვარტლის დასასრულამდე ჯერ კიდევ 2 კვირა დარჩა, რომლის განმავლობაშიც ბიუჯეტში გადასახადები კიდევ შემოვა. შესაბამისად, ამ კვარტლის ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არც შემოსავლების და არც გასავლების ნაწილში არ აქვს“, – განაცხადა ხადურმა. მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ თებერვლის თვეში დღგ–ს გადამხდელთა საწარმოების ბრუნვის 15%–იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ხადურის შეფასებით, 4–4.5%–ით ეკონომიკური ზრდის ტოლფასი იქნება.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)