|
2015-03-18 14:46:00, 1221 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: კანცელარიის ნორმალურ ვითარებაში ფუნქციონირებისთვის ავეჯი საჭიროა
„ავეჯი საჭიროა, რათა კანცელარიამ ფუნქციონირება ნორმალურ ვითარებაში გააგრძელოს“, – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მთავრობის ადმინისტრაციამ პრემიერის სართულისთვის 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა. ხადურის თქმით, კანცელარიაში რემონტი მიმდინარეობს და ამ რაოდენობის ხარჯებისგან არავინ დაზღვეული არ არის. „ეს რბილი ავეჯი ადრე არის ნაყიდი. თავისთავად ცხადია, რომ ავეჯი საჭიროა, იმისათვის რათა სახელმწიფო კანცელარიამ ფუნქციონირება ნორმალურ ვითარებაში გააგრძელოს. მოგეხსენებათ, კანცელარიაში რემონტი მიმდინარეობს და ასეთი ხარჯებისგან დაზღვეული არავინ არ არის“, – აღნიშნა ხადურმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქამრების შემოჭერის ინიციატივა მოიწონა და განაცხადა, რომ ყოველგვარი პირდი კომფორტი უნდა დაივიწყონ. "ხსნებული ქამრების შემოჭერა, რაზეც ჩვენ უკვე ღიად ვსაუბრობთ, ეკონომია უნდა გავაკეთოთ ადმინისტრაციულ შესყიდვებზე.უნდა დავივიწყოთ ყოველგვარი პირადი კომფორტი, რემონტი, ახალი ავეჯი, გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრაზე.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)