|
2016-10-21 12:47:30, 1356 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამით კიდევ ერთი ახალი საწარმო ამუშავდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „LG Glass“-ის განახლებული საწარმოს მუშაობას გაეცნო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობამ კომპანიას ბიზნესის ახალი მიმართულების განვითარების საშუალება მისცა. კერძოდ, შპს „LG Glass“-ი, რომლის ძირითად საქმიანობასაც მინაპაკეტის წარმოება წარმოადგენს, ბუნებრივი ქვის მოპოვებასა და გადამუშავებას იწყებს. სწორედ მოცემული მიმართულების განვითარებისათვის კომპანიამ წარმოებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები შეიძინა და წარმოების ზრდას გეგმავს. შპს „LG Glass“ წარმატებით ახორციელებს მინის თერმულ დამუშავებას, კერამიკულ დაფარვას, ალუმინისა და მეტალოპასტმასის ნებისმიერი სახის ვიტრაჟების მოხატვას, ფანჯრების, კარების და სხვა სამშენებლო კონსტრუქციების აწყობასა მონტაჟს. პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თუკი ადრე მსგავსი პროდუქცია მხოლოდ უცხოეთიდან შემოდიოდა, დღეს მისი წარმოება ადგილზე არის შესაძლებელი. „მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროდუქცია საქართველოში იყოს ნაწარმოები, დამატებული ღირებულება ადგილზე შეიქმნას და ძირითადი სარგებელი ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, კომპანიას ასევე დაგეგმილი გაფართოება და მალე შეძლებს მინის, ქვისა და ლითონის დიდი საწარმოს შექმნას და ბაზრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. კომპანიაში ამჟამად 40 ადამიანია დასაქმებული. პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა და ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. შპს „LG Glass“-ი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 550 000 აშშ დოლარს შეადგენს.
(NS)
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)