|
2016-10-20 23:28:05, 4049 ნახვა
კულტურა
თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინა
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინა. ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გამართულ კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი, პირველ ლედი და თავდაცვის მინისტრი დაესწრნენ. ორკესტრს დირიჟორობა, კაპიტან კობა მერმანიშვილთან ერთად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს უელსის პრინცის დივიზიის მუსიკალურმა დირექტორმა და დირიჟორმა, კაპიტანმა პოლ კოლის-სმიტმა გაუწია. ქართველ სამხედრო მუსიკოსებთან ერთად, კონცერტში ორი ბრიტანელი მუსიკოსი - ალისა რასელი (ტენორჰორნი) და ბენ ჰალსტედი (საყვირი) მონაწილეობდა. სამხედრო მუსიკოსებმა სასულე მუსიკისთვის შექმნილი ნაწარმოებები დაუკრეს. პირველად შესრულდა სტივენ ბრაიანტის „ბინდი“ (DUSK), რომელიც ქართველ გმირებს მიეძღვნა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)