17:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 11:24:36, 766 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: რუსეთსა და საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, დიალოგის გაგრძელებით ორივე მხარე დაინტერესებულია

რუსეთსა და საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე დაინტერესებულია სხვადასხვა სფეროებში დიალოგის გაგრძელებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრას რუსეთისა და საქართველოს სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

„ხაზი გაესვა იმას, რომ რუსეთისა და საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით იმ სფეროებში, სადაც, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის ფონზე შესაძლებელია პროგრესის მიღწევა, რომელიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურულ-ჰუმანიტარული სფეროები“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმასაც აღნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ საქართველოსთვის ქართული ფილმების არქივის გადაცემა დაიწყო.

ამასთან, განცხადების თანახმად, საქართველოში რუსი ტურისტების ჩასვლის რეკორდული მაჩვენებელი იქნება, რომელიც 1 მილიონზე მეტ ადამიანს მოითვლის. 

საგარეო უწყების ცნობით, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შემდეგი შეხვედრა 2017 წლის დასაწყისში გაიმართება.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics