|
2016-10-19 16:55:56, 918 ნახვა
რეგიონი
ციხისძირის გაზიფიცირების პროცესი დაიწყო
ქობულეთში, სოფელ ციხისძირის გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები აგვიტოს თვის ბოლოს, ხოლო სამშენებლო სამუშაოები დღეს - 19 ოქტომბერს დაიწყო. პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სულხან ევგენიძესთან და კომპანია „სოკარ-ჯორჯია-გაზის" რეგიონულ დირექტორთან დავით ლეკიშვილთან ერთად გაეცნო. ,,გაზიფიცირება კვლავაც რჩება რეგიონის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში, სადაც გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სრულად დასრულდება გაზიფიცირება და სოფლების დაქსელვა, რაც ძალიან დიდ შვებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას. გაცილებით შემცირდება ხე-ტყის მოჭრა რაიონში, რაც გააუმჯობესებს ჩვენს ეკოლოგიურ მდგომარეობას. მივესალმები იმ სიახლესაც, რომლის მიხედვითაც ჩვენი სოფლების მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის სახლში შეყვანის ღირებულების განვადებით გადახდა შეეძლებათ. ეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის სოფლებში გაზიფიცირების პროცესს" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. დღემდე ციხისძირის თემის მხოლოდ 15% იყო გაზიფიცირებული . პროექტი, რომელიც დაიწყო სრულ გაზიფიცირებას მოიცავს. კერძოდ აშენდება 23 200 გრძ. მეტრი გაზსადენი , რაც 1402 კომლის ქსელში ჩართვას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის პირველ ნახევარში დასრულდება , ხოლო მშენებლობის დასრულების შემდგომ მოსახლეობას მიეცემა საშუალება 400 ლარის საფასურის სანაცვლოდ ( სურვილის შემთხვევაში უპროცენტო განვადების პირობით) მოახდინონ საკუთარი სახლების გაზიფიცირება და კომპანია სოკარის აბონენტები გახდნენ. (NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)