21:09 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 17:40:14, 2150 ნახვა

მსოფლიო
ბუდაპეშტში მედიის თავისუფლების შეზღუდვას ათასობით ადამიანი აპროტესტებს

ბუდაპეშტში მედიის თავისუფლების შეზღუდვას ათასობით ადამიანი აპროტესტებს, - ამის შესახებ France Press იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტიას ავტორიტარიზმსა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ.

France Press-ის ცნობით, დემონსტრანტების ნაწილს ხელში ოპოზიციური გამოცემა Nepszabadsag-ის (“სახალხო თავისუფლების”) ნომრები ეკავათ.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანის კრიტიკით ცნობილმა გამოცემამ საქმიანობა 8 ოქტომბერს მოულოდნელად შეწყვიტა. რედაქციამ მიზეზად ეკონომიკური პრობლემები დაასახელა.

მედიის ინფორმაციით, ოპოზიციური "უნგრეთის სოციალისტური პარტიის" წარმომადგენლებმა გაზეთ Nepszabadsag-ის გამოცემის შეწყვეტა პრესისთვის “შავი დღე” უწოდეს.

ამასთან, ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმა განაცხადა, რომ გამოცემის დახურვა შემაშფოთებელი პრეცედენტია. მარტინ შულცმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics