06:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 18:23:31, 975 ნახვა

საზოგადოება
„თბილისობა 2016“ ლეღვთახევში დაგეგმილი ღონისძიებებით გაიხსნა

დავით ნარმანია კახი კალაძესთან ერთად ლეღვთახევში თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ლეღვთახევში „თბილისობა 2016“  მივიწყებული, მე-19 საუკუნის თბილისის  პროფესიების იმიტირებული მიზანსცენებით  გაიხსნა. წარმოდგენილი იყო დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე, „გაცოცხლდება“ მჭედლის, მეწაღის, მეთულუხჩის, მეაფიშის პროფესიები. 

„თბილისობა“ მთელ ქალაქში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება, განსაკუთრებით გამოირჩევა რამდენიმე ადგილი, სადაც ძირითადი ღონისძიებები იმართება. ევროპის მოედანსა და რიყის ტერიტორიაზე „თბილისობისთვის“ დამახასიათებელი ტრადიციული ღონისძიებები  ტარდება. განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თანამედროვე მიმდინარეობებია წარმოდგენილი. რიყის ტერიტორიაზე ასევე ტარდება ბავშვებისათვის სპორტული და გასართობი ღონისძიებები, კულინარიული და ყვავილების ფესტივალი”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღესასწაულის სტუმრებს ანალოგიური სანახაობები ელით 16 სექტემბერსაც.

15-16 სექტემბერს ლეღვთახევში  ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება და 19:00-მდე გაგრძელდება.   

აღსანიშნავია, რომ თბილისობის დღესასწაული წელს განსაკუთრებით  მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.  რამდენიმე  ადგილზე გაიმართება კულტურული და სპორტული  ღონისძიებები, საბავშვო გასართობი ღონისძიებები; ჩატარდება ლიტერატურული და არქიტექტურული კონკურსები; მოეწყობა კულინარიული გამოფენა-გაყიდვა და  სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელი  შეძლებს  მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics