03:45 - 14 Aug, 2026
|
2016-10-15 17:15:55, 1301 ნახვა
კომენტარი
ნარმანია: საკონსტიტუციო უმრავლესობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
საკონსტიტუციო უმრავლესობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ „ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს. "დამკვეთი არის მისი უზენაესობა ამომრჩეველი და ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა ნარმანიამ. მერის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობით ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. „ასე რომ, მე მხოლოდ პოზიტივს ვხედავ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)