|
2016-10-15 10:41:24, 2247 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი Lifestyle
ხიდაშელი: საკონსტიტუციო უმრავლესობა სასჯელია, პირველ რიგში იმისთვის ვისაც ეს უმრავლესობა აქვს
საკონსტიტუციო უმრავლესობა ცუდია, სახიფათოა, საშიშია და მძიმეა ევროპისკენ მიმავალი ქვეყანისთვის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ხიდაშელი აცხადებს, "რაც დავთესეთ, იმას იმკის ქვეყანა და ეხლა ეს პოსტ საარჩევნო მოთქმა გოდება სრულიად უადგილოა". ყოფილი მინისტრის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა სასჯელია, პირველ რიგში იმისთვის ვისაც ეს უმრავლესობა აქვს. "რა ჩემი საქმეა, მაგრამ მერე გაუგებრობა რომ არ იყოს. სახელიც მომაფიქრდა დღევანდელი ბრძოლისთვის - "ბოროტების ბოროტებით დამთრგუნველნი". საკონსტიტუციო უმრავლესობა სასჯელია, პირველ რიგში იმისთვის, ვისაც აქვს; საკონსტიტუციო უმრავლესობა ცუდია, სახიფათოა, საშიშია და მძიმეა ევროპისკენ მიმავალი ქვეყნისთვის; ამასობაში, ის უკვე მოცემულობაა და რაც მალე შეეგუება ამას ყველა, ყველასთვის ასე ჯობია, იქნებ დისკუსია რეალურ გამოწვევებზე დავიწყოთ; საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ბრძოლა სასარგებლო და საჭირო საქმეა, მაგრამ მგონი დიდი გოგოები და ბიჭები ვართ უკვე იმისთვის ვერ ვხვდებოდეთ, რომ ეს ბრძოლა სხვა სიბრტყეშია მოსაგები და არა საარჩევნო ყუთებთან; სრულიად უპერსპექტივოა დღეს ამ ამოცანის დასახვა, და თეორიული შანსი რომც იყოს სრულიად არაფრის მომცემი. იქნებ ვინმემ პუნქტებად მომიყვეს რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის მეტ ნაცდეპუტატს პარლამენტში? პირიქითაც იგივეა ზუსტად. მარჯვნიდან - მარცნივ ჩამოირბენ დარბაზს თუ პირიქით, შემდგარ კატასტროფაში ვართ უკვე; მე მეორე ტურში ხმის მისაცემად არ მივდივარ ვინაიდან პასუხისმგებლობას ვერც ერთ კანდიდატზე ვერ ავიღებ, ორივე თანაბარი კატასრტოფაა პარლამენტისთვის და პასუხისმგებლობა სწორედ იმათ უნდა ზიდონ ვინც ისეთი 9 ოქტომბერი უზრუნველყო როგორიც დადგა; „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემის კამპანიაში არასოდეს ჩავებმები, ვინაიდან... რა ვიცი, მგონი განმარტება არ ჭირდება; რაც დავთესეთ, იმას იმკის ქვეყანა და ახლა ეს პოსტ საარჩევნო მოთქმა გოდება სრულიად უადგილო მგონია. ვფიქრობ, მეტი დისკუსია სხვა თემებზე უნდა იყოს როგორ ვაკონტროლებთ, როგორ ვებრძვით საკონსტიტუციო უმრავლესობით გამოწვეულ ტრაგედიას ქვეყანაში და ყველა სხვა დისკუსია უბრალოდ დროის ფლანგვა და აქცენტების გადატანაა; ხოდა კიდევ, „ნაცმოძრაობა“ კი არა, როგორმა შიშმაც არ უნდა ამიტანოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოლოდინში, დიმა ხუნდაძის ნაცვლად ცეზარ ჩოჩელს ხმა მიეცით თქო ვინმეს რომ ვუთხრა, მურმან დუმბაძის წყევლამ უნდა მიწიოს დამსახურებულად, ღირსი ვიქნები; მთავარია სულ არ მოვიჭრათ თავი ახლა მარნეულის ტიპის ამბებით, მგონი ეს ერთადერთი საფიქრალ-საზრუნავი უნდა იყოს დღევანდელი დღის ამოცანად ქვეყანაში. წავედი, საკონსტიტუციო უმრავლესობით და ნაცმოძრაობის უალტერნატივობით "შეშინებულმა" ძილს უნდა მივცე თავი”, - წერს თინა ხიდაშელი.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)