02:48 - 14 Aug, 2026
|
2016-10-14 13:13:34, 1021 ნახვა
რეგიონი
"მოგვეცით მუშაობის საშუალება" - ჟურნალისტების აქცია ქუთაისში
ქუთაისში, 30-მდე ჟურნალისტმა, მდუმარე აქცია სლოგანით "მოგვეცით მუშაობის საშუალება" გამართა. ჟურნალისტებმა არჩევნების დღეს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტი დაგმეს და აღნიშნეს, რომ მათ არჩევნების ღამეს პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მიეცათ. მედიის წარმომადგენლები კომპეტენტურ ორგანოებს, საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ცნობისთვის, აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ. შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ქუთაისში საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს, უცნობი პირები დაუპირისპირდნენ რა დროსაც ტელეკომპანია GDS და ,,იბერიას,, აპარატურა დაზიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)