|
2016-10-13 16:45:42, 1923 ნახვა
სამართალი კომენტარი
ვაშაძე: ყიზილაჯლოში დაკავებულებს შორის პაატა ბურჭულაძის ბლოკის მხარდამჭერები არ არიან
მარნეულის ინციდენტი ნამდვილად გამოსაძიებელია, თუმცა რამდენად სპეცრაზმი უნდა იყოს ამაში ჩართული, ეს ცალკე საგანია, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მარნეულში განხორციელებულ დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დაკავებულებს შორის მათი ბლოკის "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მხარდამჭერები არ არიან. „შეგიძლია ადამიანს უწყისი გაუგზავნო და დაიბარო დაკითხვაზე, არამგონია ვინმემ თქვას უარი. ჩვენ ვაზუსტებთ ინფორმაციებს, შევისწავლით და უფრო დეტალურად გეტყვით ყველაფერს. სპეცრაზმით ხალხის დაკავება საჭირო რომ არ არის, ეს ფაქტია”,- აღნიშნა ვაშაძე. ვასაძეს თქმით, ის რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურში დამარცხდება, ილუზიაა. შეგახსენებთ, რომ შსს-მ სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 6 პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)