17:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 13:06:49, 5052 ნახვა

კულტურა
თოჯინების თეატრი სპექტაკლს „წითელქუდა“-ს წარადგენს

თბილისის მერიის კულტურული ღონისიძებების ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი ახალ სპექტაკლს - „წითელქუდა“- ს  წარმოგიდგენთ.  

თბილისის მერიის ინფორმაციით, წარმოდგენა განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ თეატრში სიარული.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე თოჯინების თეატრი ეწვევა ორგანიზაციას „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, სადაც გავმართავთ პირველ საქველმოქმედო სპექტაკლს.

თოჯინების თეატრი - ესაა სამყრო, რომელიც ყოველი ბავშვისთვის უნდა იყოს ხელშესახები. ყოველ მათგანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ზღაპრებში იმოგზაუროს.

მუსიკის ავტორი - შალვა მაცხონაშვილი ადგილი:  ნუცუბიძის ფერდობი, მე–4 პლატო, ჰერმან გმაინერის #1; „ბავშვთა სოფელი“ თარიღი და დრო:  13 ოქტომბერი, 19:00 სთ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics