|
2016-10-11 18:11:42, 804 ნახვა
საზოგადოება
ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში გენდერულ თანასწორობაზე შეხვედრა გაიმართა
ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში "ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა, გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება პროექტის, სახელწოდებით "საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზა" ფარგლებში მოეწყო. შეხვედრა, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება გამოფენით გაიხსნა; საგამოფენო ექსპონატები სახელწოდებით -"1919-21 წლების დამფუძნებელი კრების წევრი ქალები" ეროვნული არქივის ხელშეწყობით მომზადდა. გამოფენის მიზანი ქალთა აქტივიზმის გაზრდა და მათი პოლიტიკური მონაწილეობის წარმოჩენა იყო. შეხვედრაზე, გენდერულ თანასწორობაზე - ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, მისი აღსრულების ინსტიტუციური მექანიზმები და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო პრაქტიკა. საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელები. ანალოგიური ტიპის შეხვედრების გაგრძელება იგეგმება საქართველოს 8 საზოგადოებრივ ცენტრში. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)