10:39 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 16:11:15, 817 ნახვა

პოლიტიკა
თუ "პატრიოტთა ალიანსი" 5%-ს ვერ მიიღებს, ცესკო მათ პარლამენტში შესვლაზე იმსჯელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ,,პატრიოტთა ალიანსს“ 15:00 საათის მონაცემებით, 4,998%-ი აქვს მიღებული. 

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ "ალიანსი" 5%-ს ვერ მიიღებს, კომისია მათ პარლამენტში შესვლაზე იმსჯელებს. 

,,15:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს პატრიორტთა ალიანსს“ მიღებული აქვს 88 132 ხმა, ეს არის 4.998%. აღნიშნული პროგრამამ ავტომატურად დაამრგვალა, რადგან სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს. ელემენტარული მათემატიკა არის. თუმცა ამ წუთის მონაცემებით, 4.998% არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ აღნიშნულმა პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, თუკი მონაცემები არ იქნება შეცვლილი, ამაზე საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკო იმსჯელებს და პასუხი იქნება ცნობილი“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ისაუბრა უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტოს შორი დისტანციის დარტყმები და სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics