|
2016-10-10 12:40:10, 882 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში არჩევნების მეორე ტური 18 საარჩევნო ოლქში გაიმართება
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისში არჩევნების მეორე ტური 18 საარჩევნო ოლქში გაიმართება. 4 საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში გაიმარჯვა. კერძოდ, #3 ოლქში (ვაკის რაიონი) „ოცნების“ კანდიდატ ზაზა ხუციშვილს ამომარჩეველთა 50.41%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე 19.39%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილია, მესამეზე „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი გია ნუცუბიძე - 7.79%. #4 ოლქში (საბურთალოს რაიონი) „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა მდინარაძეს 51.7%-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ჯარჯი დოლიძეს 20.85%-მა, მესამე ადგილზე კი, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი გავიდა - 8.14%-ით. #5 ოლქში (საბურთალოს რაიონი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 51.43% მოაგროვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი როინიშვილმა 18.89%, მესამე ადგილი კი, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი დავით ონოფრიშვილია - 10.04%. #14 ოლქში(ჩუღურეთის რაიონი) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ვოლსკის ამომრჩეველთა 57.23%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე ხმათა 23.62%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ჩოლოყაშვილი გავიდა, ხოლო მესამეზე „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი დავით ამაშუკელი 6.09%-ით. ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 49 საარჩევნო ოლქში გაიმართება.
Axios: აშშ და ირანი ორდღიანი ესკალაციის შემდეგ დარტყმების გაცვლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
პუტინმა ისაუბრა უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტოს შორი დისტანციის დარტყმები და სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)