09:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 15:33:56, 824 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიანი: ძალიან დიდი მადლობა ამომრჩეველს და საარჩევნო შტაბს, რომ გააკეთეს მაქსიმუმი

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს მიმართავს. 

როგორც მან აღნიშნა, ის გაამართლებს წყალტუბოს იმედებს და შეასრულებს დანაპირებებს.

"ძალიან დიდი მადლობა ამომრჩეველს და საარჩევნო შტაბს, რომ გააკეთეს მაქსიმუმი. 200-მდე შეხვედრა ჩავატარეთ ჯამში მოსახლეობასთან. ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგებით. წყალტუბომ ღირსეული არჩევანი გააკეთა. ჩვენ აუცილებლად გავუმართლებთ წყალტუბოს იმედებს და შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელიც მივეცით ჩვენს თანამოქალაქეებს" - ამბობს ცოტნე ზურაბიანი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

შეგახსენებთ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი 52,69%-ით ლიდერობს.

57-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 68 უბნიდან დათვლილია 66 უბნის მონაცემები.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics