|
2015-03-17 11:19:02, 1325 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ ფულადი გზავნილების აქციას იწყებს
„თიბისი ბანკი“ დღეიდან ფულადი გზავნილების აქციას იწყებს. მათ, ვინც 17 მარტიდან 17 ივნისამდე „თიბისი ბანკის“ და „თიბისი კონსტანტას“ ფილიალებში ფულადი გზავნილების მომსახურებით ისარგებლებს, წამახალისებელი საჩუქრები გადაეცემათ. აქციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მომხმარებლებმა სამჯერ გააგზავნონ ან მიიღონ ფულადი გზავნილები თიბისი ბანკის ან თიბისი კონსტანტას ფილიალებში. „თიბისი ბანკის“ და „თიბისი კონსტანტას“ ფილიალებში შესაძლებელია ყველა წამყვანი ფულადი გზავნილების სისტემით სარგებლობა, როგორებიცაა: Western Union, Contact, IntelExpress, Zolotaya Korona, Anelik, Ria , Money Gram და Unistream. საერთაშორისო ფულადი გზავნილების გარდა სამთვიან წამახალისებელ აქციაში მონაწილეობას იღებს ასევე თიბისი ბანკის გზავნილების ახალი სისტემა მარდი. ფულადი გზავნილების სისტემა, მარდი მოქმედებს საქართველოს მასშტაბით თიბისი ბანკის და თიბისი კონსტანტას ფილიალებში. მარდის მეშვეობით შესაძლებელია თანხის გაგზავნა და მიღება საქართველოს ნებისმიერ წერტილში ანგარიშის გახსნის გარეშე ყველაზე სწარფად და ყველაზე დაბალი ტარიფით. ისარგებლეთ თიბისი ბანკის ფულადი გზავნილების მომსახურებით და გახდით საჩუქრების მფლობელი!
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)