|
2016-10-09 02:57:28, 1445 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რულოვსი: მიდის კოლონა კორცხელის დასარბევად
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის სანდრა რულოვსის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველანაირ ხერხს მიმართავს, რათა ის უბნები, სადაც სანდრა რულოვსი იგებს, ბათილად იყოს ცნობილი. როგორც რულოვსმა "რუსთავი 2"-ის ეთერში აღნიშნა, კორცხელის დასარბევად კოლონა მიდის. "მიდის კოლონა კორცხელის დასარბევად, ჩვენი ხალხი კი უბრალოდ იქ მიდის საკუთარი ხმის დასაცავად. ყველა უბანში, სადაც ვიგებდი, ”ქართული ოცნება” ცდილობს ხმის დათვლის პროცესი ჩაშალოს. ჩვენ უკვე ვიღებდით კომისიის წევრებისგან დამაჯერებელი გამარჯვების დამადასტურებელ ციფრებს. ჩემს მთავარ ოპონენტს, ედიშერ თოლორაიას მისსავე სოფელში, ინგირშიც ვუგებდი და ეს ძალიან სიმბოლური იყო. ახლა კი ყველგან პროვოკაციებია. კოლონა ახლა მიდის კორცხელში, ალბათ კორცხელი 2-ის მოწყობა უნდათ. მე მგონი მათ უნდათ რევოლუციის მოწყობა და არა ჩვენ. მიდის კოლონა კორცხელის დასარბევად. ჩვენი ხალხი უბრალოდ იქ მიდის საკუთარი ხმის დასაცავად”, - განაცხადა სანდრა რულოვსმა. სანდრა რულოვსის თქმით, სხვა რეგიონებშიც ძალიან რთული ვითარებაა. "თუ ხარ სუსტი მინისტრი, თუ ხარ სუსტი პრემიერ-მინისტრი, კაცობა მაინც გეყოს, რომ ნორმალური ბრძოლა გამართო”, - განაცხადა რულოვსმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)