|
2015-03-17 10:46:55, 1198 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ CityPass სამგზავრო ბარათის მფლობელებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს
„ლიბერთი ბანკი“ ბათუმში CityPass ბარათის მფლობელებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს. მხოლოდ 16 მარტიდან - 30 აპრილის ჩათვლით, CityPass ბარათით ავტობუსის მგზავრობის ღირებულების გადახდა მომხმარებლისთვის 30 თეთრის ნაცვლად 25 თეთრს შეადგენს! წამახალისებელი აქცია ვრცელდება როგორც არსებულ, ასევე იმ მომხმარებლებზეც, რომლებიც ამ პერიოდში აიღებენ CityPass ბარათს. ბარათის აღება შესაძლებელია ბათუმში არსებულ „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში. ბარათი გაიცემა უფასოდ. აქცია ვრცელდება მხოლოდ სტანდარტული ტარიფის ბარათებზე. CityPass ბარათი არის „ლიბერთი ბანკის“ მიერ გამოშვებული PAY სისტემის საბანკო ბარათი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ბათუმის, რუსთავის და დუშეთის სატრანსპორტო საშუალებებში. 2015 წლის მარტის მდგომარეობით, მოცემულ ადგილებში გაცემულია სულ 50,000-ზე მეტი ბარათი. გარდა ავტობუსის მგზავრობის საფასურის გადახდისა, მომხმარებელს CityPass ბარათით გადახდა შეუძლია ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, სადაც განთავსებულია „ლიბერთი ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ POS ტერმინალები. ყოველი გადახდის დროს, მომხმარებელი აგროვებს ქულებს „ლიბერთი კლუბში“. დაგროვილი ქულების გადაცვლა მომხმარებელს შეუძლია ნაღდ ფულზე, შეუძლია შეავსოს მობილურის სასაუბრო დრო ან გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. დამატებით, CityPass ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ მიიღონ 50%-მდე ფასდაკლება Cheap.ge პარტნიორ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, თუ გადახდა განხორციელდება „ლიბერთი ბანკის“ POS ტერმინალზე. „ლიბერთი ბანკი“ მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა სახის წამახალისებელ აქციებს CityPass ბარათის მფლობელებისთვის.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)