03:52 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 17:01:42, 620 ნახვა

პოლიტიკა
შსს-მ ენმ-ს მხარდამჭერების ცემის ფაქტზე საქმე 125-ე მუხლით აღძრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელბის ცემის ფაქტზე საქმე 125-ე მუხლით აღძრა, რაც ცემას გულისხმობს.

როგორც უწყებამ "ექსპრესნიუსს" დაუდასტურა, ინციდენტი საარჩევნო უბანთან არ მომხდარა.

შეგახსენებეთ, ცოტა ხნის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ საბურთალოს მე-6 ოლქში ენმ-ს მხარდამჭერ მამუკა კურტანიძეს საარჩევნო უბნის დატოვება აიძულეს, რის შემდეგაც მას და მამამისს ფიზიკურად, 20-მდე პირი გაუსწორდა.

„სულ ცოტა ხნის წინ, საბურთალოს მეექვსე ოლქში, 48-ე უბანზე, ჩვენი წარმომადგენელები, მამა-შვილი ირაკლი და მამუკა კურტანიძეები  ჯერ აიძულეს დაეტოვებინათ საარჩევნო უბანი, ხოლო ამის შემდეგ, როცა ისინი  საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ  თავს დაესხნენ პირები, რომლებიც რამდენიმე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. 20-მდე პირი  მამა-შვილს  ჯერ გამოელაპარაკნენ,  შემდეგ  კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე ჩვენ მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ფაქტს  სათანადო რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics