|
2016-10-08 16:58:12, 1081 ნახვა
პოლიტიკა რეგიონი
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: ტყვიავში „ოცნებისა“ და ოქრუაშვილის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ტყვიავში „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, - ინფორამციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს. ორგანიზაციის დამკვირვებლის ცნობით, გორის 42-ე ოლქის 92-ე საარჩევნო უბანი სოფელ ტყვიავში 13 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. „კომისიის თავმჯდომარე თავიდან აგრესიულობით გამოირჩეოდა - დამკვირვებლებს უშლიდა რეგისტრატორებთან მიახლოებას და კომისიის სხვა წევრებს უყვიროდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელის მოწოდების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე დამშვიდდა. ამავე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტები სიტყვიერად შელაპარაკდნენ და ერთმანეთი უშვერი სიტყვებით გალანძღეს. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა“, - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)