03:53 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 16:36:39, 630 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ჩვენ არ უნდა ვიგლოვოთ ან ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ, დაველოდებით კომისიის შედეგებს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ პარტიებმა არ უნდა იგლოვონ ან იზეიმონ, - აღნიშნულის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ პირველმა ნომერმა ბრიფინგზე განაცხადა. 

უსუფაშვილის თქმით, ისინი საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების შეჯამებას დაელოდებიან. 

​„ჩვენ არ უნდა ვიგლოვოთ ან ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ. საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების შეჯამებას დაველოდებით და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით იმაზე, თუ რა შედეგები გვაქვს. მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, მათი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევიან, მაგრამ დავაცადოთ საარჩენო ადმინისტრაციას შედეგების დათვლა და გამოქვეყნება. შემდეგ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს დაგეგმილი კენჭისყრის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics