02:48 - 14 Aug, 2026
|
2016-10-08 10:07:47, 1299 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხადური: მოვუწოდებ მოვიდნენ არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია გამოხატონ
საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. მინისტრმა ხმა გლდანის მე-10 ოლქის 32-ე საარჩევნო უბანზე მისცა. ფინანსთა მინისტრმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „დღეს გვეძლევა საშუალება, დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი და მოქალაქეობრივი პოზიცია. სწორედ არჩევნები ქმნის ქვეყნის მომავალს, ამიტომ მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დღეს მოვიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ საკუთარი პოზიცია, გააკეთონ თავისი არჩევანი ევროპული, ძლიერი, თავისუფალი საქართველოსი, რომლის საკანონმდებლო ორგანოში ბოროტება აღარ იქნება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)