|
2016-10-07 17:11:45, 2257 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მაკროეკონომიკურად ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს. ქუმსიშვილის თქმით, ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით ყალიბდება. „ჩვენი საგადასახდელო ბალანსი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. მითუმეტეს ახლა, როცა ტურისტული სეზონი დამთავრდა და ქვეყანაში ვალუტაა შემოსული, ლარის გაუფასურებას არაფერი მოასწავებს. სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც რომ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ვალუტის კურსი, ის საკმაოდ სტაბილურია. პროგნოზირება, ზოგადად, ძალიან უმადური საქმეა, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მაკროეკონომიკურად ლარის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი მოსახლეობა მოლოდინებს აყვება და დაიწყებს დოლარის შეძენას იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)